წინასწარ განსაზღვრული სარბოლო გზა, რომელზეც “start”-ი და”finish”-ი არის ერთსა და იმავე ადგილას, რომელიც შეადგენს სრულ წრეს.
სტარტზე დგება 6-ზე მეტი ავტომობილი. სარბოლო წრეთა რაოდენობა განსაზღვრულია წინასწარ. ავტომანქანა, რომელიც გადაკვეთს “finish”-ის
ხაზს პირველი, გამოცხადდება გამარჯვებულად.
საქართველოს ეროვნული საავტომობილო ფედერაცია საქართველოს მაშტაბით ატარებს წრიულ რბოლას ორ სახეობაში:
1)GTcc (Georgian Touring Car Championship) - 1600 კბ.სმ.-მდე ძრავით აღჭურვილი, არატურბირებული ავტომობილებით ასპარეზობა.
2)მონო კლასი - 1500 კბ.სმ. ძრავით აღჭურვილი, არატურბირებული, მონო ინჟექტორიანი, სტანდარტული ავტომობილებით ასპარეზობა.
P.S. მონო კლასში აგრეთვე დაშვებულია BMW320 მარკის ავტომობილები სპეციალური მოთხოვნების გათვალისწინებით, განდიკაპირების მიზნით.