საქართველოს ეროვნული საავტომობილო ფედერაცია დაარსდა 1995 წ. 1996 წ.-დან ფედერაცია FIA-ს (საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის) ოფიციალური წევრია. 2000-2001 წწ. საქართველოში ჩატარდა აღმოსავლეთ ევროპის თასის გათამაშების ერთ-ერთი ეტაპი, ხოლო 2002 წ.-დან საავტომობილო ფედერაცია დღემდე ატარებს აღმოსავლეთ ევროპის თასის გათამაშების ერთ ეტაპს წელიწადში ერთხელ. გარდა ამისა, საქართველოში ყოველ წელს ტარდება შიდა ჩემპიონატი, როგორც პროფესიონალ, აგრეთვე მოყვარულ მრბოლელთა შორის, შემდეგ სახეობებში: აღმართის ჩქაროსნული დაძლევა, წრიული რბოლა, წყვილთა რბოლა, საავტომობილო რალი, კარტინგი, ფიგურული სლალომი და სხვ.
ჩვენი ორგანიზაცია გამოირჩევა ღონისძიებების ჩატარების სტაბილურობით. ჩართულია, როგორც ქვეყნის შიდა, ასევე გლობალური სოციალური აქციების ორგანიზებაში. ჩვენი ორგანიზაცია არის ერთ-ერთი დამფუძნებელი ფონდის პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის და მწვანე ავტოკლუბის.
ჩვენი ძირითადი მიზნებია: ქვეყანაში ავტოსპორტის და ტურიზმის განვითარება და გზებზე საგზაო უსაფრთხოების დონის ამაღლება.
საქართველოს ეროვნული საავტომობილო ფედერაცია